Saturday, April 6, 2013

ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის


ინოვაციური სასწავლო პროექტის მონაწილეთა შერჩევა
ინოვაციური განათლების ფონდი აცხადებს სკოლების მასწავლებელთა შერჩევას პროექტში ”ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის” მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები გაივლიან პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ 4 ეტაპიანი ტრენინგების სერიას  სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში. კერძოდ,
1.      აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულები სწავლებისადმი. [2013 წლის აპრილის ბოლოს].
2.      შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. [2013 წლის მაისის მეორე ნახევა



რში].
3.      ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში.  [2013 წლის ივნისის დასაწყისში].
4.      დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმეგობრივი საკითხების გადმოცემისას. [2013 წლის სექტემბერში].
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარები, ასევე პროექტში მონაწილე მეწყვილე მეცნიერებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლის კოორდინაციით მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე 2014 წლის დასაწყისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.
ტრენინგები და კონფერენიცა ჩატარდება ქ. თბილისში. რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეების მგზავრობა, განთავსება და კვება უზრუნველყოფილი/ანაზღაურებული იქნება.
მოთხოვნები
პროექტისათვის შერჩეული მასწავლებელი უნდა იყოს სერტიფიცირებული, ჰქონდეს სკოლაში სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ამჟამად ასწავლიდეს სკოლაში, ჰქონდეს სასკოლო ან სასწავლო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა, შეეძლოს ოთხივე ტრენინგზე დასწრება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: info@innovative-education.org 2013 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ”პარნტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზიის და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

Friday, March 15, 2013

გაზაფხული


პროექტი     ,,მზის ოჯახი”
პროექტის მოკლე აღწერა:    მოსწავლეები მოიძიეენ ინფორმაციას კოსმოსის, ჩვენი გალაქტიკის ,,ირმის ნახტომის” , მზის სისტემის შესახებ.მოიძიებენ ინფორმაციას ძველი ასტრონომიული სკოლების  შესახებ: საბერძნეთში, ეგვიპტეში, ბაბილონში,ჩინეთში და საქართველოში . ქმნიან სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, ნახატებს, წერენ პატარა თხზულებებს,მოიპოვებენსურაღთებს,გაეცნობიან ,,ნასას”კვლევით ცენტრს.
  პროექტის სრული აღწარა:  პროექტის მონაწილე ბავშვები ეძებენ ინფორმაციებს, აწყობენ დისკუსიებს: როგორ იკვლევენ კოსმოსს, რატომაა კოსმოსის შესწავლა საჭირო. საუბრობენ მზის ოჯახის შესახებ და კითხულობენ საკუთარ პანტასტიკურ თხზულებებს, აწყობენ ნახატების გამოფენას “ჩვენ და კოსმოსი” და სტუმრად უცხო პლანეტელებთან.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები: 1-2 თვე.
ატმის ყვავილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის, ინფორმაციისა და სურათების მოპოვება ინტერნეტის საშვალებით, ტექსტების წერა და კითხვა, თხზულები შედგენა, ჯგუფური მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგი: ნახატების, ალბომების, პატარა მოთხრობების შექმნა.
 სარგებელი სხვებისთვის: ჭაიკითხავენ საინტერესო ინფორმაციებს, გაიგებენ კოსმოსის შესახებ, გაეცნობიან თანატოლების შემოქმედებას, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები (ფანტაზია).
 სამუშაო ენა: ქართული. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართული: ისმენს სხვადასხვა სახის ტექსტს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს, თხზავს და აფორმებს სხვადასხვა მიზნობრივ ტექსტებს, იყენებს გრამატიკულ ნორმებს, დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს. ბუნება: მარტივად აღწერს მზის სისტემას, შეიცნობს სამყაროს.
ხელოვნება: აკვირდება და შთაბეჭდილებებს ასახავს ნახატებში. მუშაობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
პროექტის ხელმძღვანელი მ.ნებიერიძე
 პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფო

15 მარტი

დ[
ჰპ ,დ]ნჰყოპკდ 'დყოჰჯდყო;
სჰ.ლსნ
დკლნ ს
სკლტ ს'კტნ ლ'

Thursday, March 14, 2013