ინოვაციური სასწავლო
პროექტის მონაწილეთა შერჩევა
ინოვაციური განათლების ფონდი აცხადებს სკოლების მასწავლებელთა
შერჩევას პროექტში ”ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის” მონაწილეობის
მისაღებად.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები გაივლიან
პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ 4 ეტაპიანი ტრენინგების
სერიას სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური
მეთოდების გამოყენებაში. კერძოდ,
1.
აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა
ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულები სწავლებისადმი. [2013 წლის აპრილის
ბოლოს].
2.
შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები
ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. [2013 წლის მაისის მეორე ნახევა
რში].
რში].
3.
ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები,
როლური თამაში სწავლებაში. [2013 წლის ივნისის
დასაწყისში].
4.
დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და
წინააღმეგობრივი საკითხების გადმოცემისას. [2013 წლის სექტემბერში].
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება
საკუთარ სკოლებში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარები, ასევე პროექტში მონაწილე მეწყვილე
მეცნიერებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიება
ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ
გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლის კოორდინაციით
მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე
2014 წლის დასაწყისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.
ტრენინგები და კონფერენიცა ჩატარდება ქ. თბილისში. რეგიონებიდან
შერჩეული მონაწილეების მგზავრობა, განთავსება და კვება უზრუნველყოფილი/ანაზღაურებული
იქნება.
მოთხოვნები
პროექტისათვის შერჩეული მასწავლებელი უნდა იყოს სერტიფიცირებული,
ჰქონდეს სკოლაში სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ამჟამად ასწავლიდეს სკოლაში,
ჰქონდეს სასკოლო ან სასწავლო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა, შეეძლოს
ოთხივე ტრენინგზე დასწრება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ ბიოგრაფია
(CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ
ფოსტაზე: info@innovative-education.org 2013 წლის 15 აპრილის
ჩათვლით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის
მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ”პარნტნიორები დემოკრატიული
ცვლილებისათვის” ქსელის 5 ორგანიცაზიის და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.